შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის
ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ
გადაკვეთისა და ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულებმა
სასაზღვრო სექტორ „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე სასაზღვრო-საკონტროლო
გამტარი პუნქტის გვერდის ავლით ქვეითად და
სატვირთო ავტომანქანაში
დამალვის გზით უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი
და ქვეყანაში შემოვიდნენ.
სამართალდამცველების ცნობით, დაკავებულთაგან ერთ-ერთი ინტერპოლის
წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულ პირებზე გატარდა საემიგრაციო
პროცედურები, რის შედეგადაც განხორციელდა მათი ქვეყნიდან
გაძევება.