სამი პირის, მათ შორის ოჯახის წევრების მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამი პირის, მათ შორის ოჯახის წევრების მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მეუღლეს, დედას და მეუღლის მეგობარ ქალს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაშავებულები დაუყოვნებლივ

გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დანაშაულის იარაღი — დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები