ხე-ტყის მასალის ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთი ბრალდებულის სახელზე რეგისტრირებული ინდ. მეწარმის მეშვეობით, დაამზადეს და გაასაღეს 9 500 ლარის ღირებულების ხე-ტყის მასალის თითქოსდა მიწოდების ამსახველი ყალბი სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რის სანაცვლოდაც

მართლსაწინააღმდეგოდ მოითხოვეს და აიღეს 1 500 ლარი",
- წერია სამინისტროს განცხადებაში.

ამ დროისთვის გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები