შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა რუსთავში მომხდარი
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით,
რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, კიდევ ოთხი პირი
ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა მამაკაცზე იძალადა.
დაპირისპირების დროს დაზარალებული წაიქცა და თავის არეში მძიმე
დაზიანება მიიღო. მიღებული ტრავმის შედეგად იგი შემთხვევის ადგილზე
გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა მომხდარ ფაქტზე ჩატარებული საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად ერთი
პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულის თანმხლები პირები
ფიზიკურად გაუსწორდნენ გარდაცვლილის მეგობრებს. მიმდინარე გამოძიების
ფარგლებში პოლიციამ აღნიშნულ საქმეზე კიდევ ოთხი პირი ბრალდებულის
სახით დააკავა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და
126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.