სენაკში შვილმა მამა, სავარაუდოდ, ყელის არეში დანით დაჭრა.
ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის
კოდექსის
11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც ოჯახის წევრის
მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის
მცდელობას გულისხმობს.
განვრცელებული ინფორმაციით, დაშავებული მამაკაცი მძიმე მდგომარეობაში
საავადმყოფოში გადაიყვანეს.