25 700 ლარის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ორი პირი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები მოქალაქეებს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულებას დაჰპირდნენ. გამოძიებით დადგინდა, რომ მათ დაზარალებულებთან ფიქტიური გარიგებები გააფორმეს და სხვადასხვა მომსახურების სანაცვლოდ 25 700 ლარი ჩაარიცხინეს.

სამართალდამცველების ცნობით, მიღებული თანხა ბრალდებულებმა სრულად მიითვისეს,

ხოლო ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულეს.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები