რუსეთის არმიამ Ту-22М3 ტიპის კიდევ ერთი სტრატეგიული ბომბდამშენი
დაკარგა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 15 ივნისს ირკუტსკის
ოლქში დაშვებისას ჩამოვარდა Ту-22М3, რომელიც გეგმურ საწვრთნელ ფრენას
ასრულებდა საბრძოლო მასალების გარეშე.
ოფიციალური ცნობის მიხედვით, ეკიპაჟმა კატაპულტირება მოასწრო,
ხმელეთზე ნგრევა არ არის. კატასტროფის მიზეზის დასადგენად გამოძიება
დაიწყეს.
დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა ASTRA-მ გაავრცელა ვიდეო, რომელზეც,
გამოცემის ცნობით, ასახულია ხმელეთზე ცეცხლმოკიდებული Ту-22М3.
რუსეთის არმიას 50-ზე მეტი Ту-22М3 აქვს. ეს სტრატეგიული
ბომბდამშენები უკრაინის წინააღმდეგ ომშიც მონაწილეობენ.
2025 წლის ივნისში უკრაინამ რუსეთს სხვა თვითმფრინავებთან ერთად
რამდენიმე Ту-22М3 გაუნადგურა „ობობას ქსელის“ სახელით ცნობილი
ოპერაციის შედეგად.
ეს ოპერაცია, დრონების გამოყენებით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა
ჩაატარა რუსეთის რამდენიმე სამხედრო აეროდრომის წინააღმდეგ.