„ყაზბეგის“ საბაჟოზე 3 კილოგრამამდე არადეკლარირებული ვერცხლი აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგში“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული არადეკლარირებული ვერცხლი აღმოაჩინეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სხვადასხვა ზომისა და წონის ვერცხლის

გრანულები ამოიღეს, რომელთა საერთო წონა 3 კილოგრამამდეა.

სპეციალისტების შეფასებით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 15 112 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები