ჭიათურაში არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჭიათურაში არალეგალური სასაკლაო გამოავლინა. უწყების იმერეთის რეგიონული დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ჭიათურაში მდებარე ფიზიკური პირის, მ.შ.-ს კუთვნილი ობიექტი შეამოწმეს.

"ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი საქმიანობას სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის

გარეშე ეწეოდა. ის შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ახორციელებდა ცხოველების (გოჭების) დაკვლას", -
აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში. 

გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო, ფიზიკური პირი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა და ობიექტს საწარმოო პროცესი დაუყოვნებლივ შეუჩერდა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები