მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საკრებულოს წევრ, თეონა
ფარჯიანს უფლებამოსილება შეუწყვიტა.
შესაბამისი გადაწყვეტილება 30 ივნისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე
მიიღეს.
როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელმა,
ნინო ბერიძემ განაცხადა, საკითხი ეხებოდა როგორც თეონა ფარჯიანისთვის
საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას, ასევე მისი
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან
გათავისუფლებას. თეონა ფარჯიანი ახალ თანამდებობაზე გადავიდა და მან
მარნეულის მერის მეორე მოდგილის პოსტი დაიკავა.
„საკითხი შეეხებოდა საკრებულოს წევრის, თეონა ფარჯიანისათვის
საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტასა და საფინანსო-საბიუჯეტო
კომისიის თავმჯდომარეობიდან განთავისუფლებას. როგორც იცით ის დაინიშნა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ და შესაბამისად, პირადი
განცხადებით მომართა საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიას და
შეწყვეტილი იქნა მისი უფლებამოსილება, როგორც წევრის“ - თქვა
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ხელმძღვაელმა, ნინო
ბერიძემ
.
30 მაისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით სულ 16 საკითხი
განიხილეს. მათ შორის იყო მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში
დაგეგმილი რეორგანიზაცია, სტუდენტებისთვის მგზავრობის დაფინანსების
გაზრდა და სახალხო დღესასწაულ „მარნეულობის“ სექტემბერში გადატანის
საკითხი.