მერიაში რეორგანიზაციის ფარგლებში შტატების შემცირება იგეგმება
მარნეულის მერიაში რეორგანიზაციის ფარგლებში 10 საშტატო ერთეულის შემცირება იგეგმება.

ამის შესახებ ინფორმაცია 30 ივნისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. საკითხი განსახილველად მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, მამუკა შუბითიძემ გამოიტანა.

მისი განმარტებით, ცვლილებები თვითმმართველობაში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც 18 მაისს დაიწყო.

„რეორგანიზაციის ფარგლებში, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ რაოდენობებში მოხდეს ცვლილება და შემცირდეს 10 ერთეულით. ცვლილება გამომდინარეობს როგორც ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით, ასევე შტატით. „ - თქვა მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამხაურის ხელმძღვანელმა, მამუკა შუბითიძემ. 

საკრებულოს თავმჯდომარის, ამირან გიორგაძის განცხადებით, თანამშრომლები დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ერთი თვით ადრე იყვნენ გაფრთხილებული.

„ ეს თანამშრომლებისათვის სიახლე არ არის, 1 თვით ადრე, ყველა თანამშრომელი იყო გაფრთხილებული და ხელმოწერთაც დაადასტურეს. მიმდინარეობს რეოგრანიზაცია და ამ ეტაპზე, 10 ერთეულით მცირდება საშტატო ერთეულის რაოდენობა“- აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ.

ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად ვის შეეხება შტატების შემცირება.

აღსანიშნავია, რომ რეორგანიზაცია მიმდინარეობდა მარნეულის საკრებულოშიც, სადაც გასულ თვეებში ხელშეკრულება დაახლოებით 12 თანამშრომელს შეუწყდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები