ირანის სახელმწიფო და წამყვანი საინფორმაციო სააგენტოები ადასტურებენ,
რომ საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის ყოფილი უზენაესი
ლიდერის, ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.
როგორც ირანული საერთაშორისო სააგენტო
„ISCA News“ (ისკანიუსი) იტყობინება, საქართველოს პრეზიდენტი
თეირანში მომავალ კვირას, მაღალი დონის სახელმწიფო დელეგაციის
სათავეში ჩავა.
გავრცელებული ოფიციალური გეგმის მიხედვით, გამოსამშვიდობებელი
პროცესია რამდენიმე ეტაპად ჩატარდება:
3 და 4 ივლისი (13-14 თირი): საზოგადოებრივი პანაშვიდი და
გამოსამშვიდობებელი ცერემონია თეირანის დიდ მუსალაში (საყდრადში);
შემდგომი ეტაპი: პროცესია გაგრძელდება ქალაქ ყუმში, რის შემდეგაც
ნეშტს სიმბოლურად ერაყში გადაასვენებენ;
9 ივლისი (18
თირი): საბოლოო დაკრძალვის ცერემონია ქალაქ მეშჰედში
გაიმართება.