კასპში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
არსებული ინფორმაციით, დაღუპული დამამთავრებელი კლასის მოსწავლეა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,
ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის
უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.