რუსული მედია - რუსეთში ძალაში შევიდა დადგენილება, რომლითაც საქართველოდან და დსთ-ს ქვეყნებიდან სატვირთო ავტომობილების მძღოლები რუსეთის ტერიტორიაზე 180 დღით დარჩენას შეძლებენ
რუსეთში ძალაში შევიდა დადგენილება, რომლითაც საქართველოდან და დსთ-ს ქვეყნებიდან სატვირთო ავტომობილების მძღოლები რუსეთის ტერიტორიაზე 180 დღით დარჩენას შეძლებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის ტერიტორიაზე შესვლისთვის და 180 დღით დარჩენისთვის საქართველოდან და დსთ-ს ქვეყნებიდან სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა განცხადება უნდა წარადგინონ.

ელექტრონულ განაცხადში მითითებული უნდა იყოს რუსეთში შესვლისა და დარჩენის მიზეზი, ასევე, პასპორტისა და პროფესიული

საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.

ცნობისთვის, საქართველოდან და დსთ-ს ქვეყნებიდან სატვირთო ავტომობილების მძღოლებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე დროებით დარჩენის ვადა 180 დღემდე რუსეთის პრემიერ-მინისტრის მიხაილ მიშუსტინის მიერ 27 აპრილს გამოცემული დადგენილებით გახანგრძლივდა. დადგენილება ძალაში 30 ივნისს შევიდა.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები