რა ქონებას ფლობს „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა
2025 წელს მეუღლისგან ნაჩუქარი ბინები და სიმბოლურ, 1 დოლარად მიღებული მიწა - ასეთია მცირე ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას ქონებრივი დეკლარაციიდან.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ქონებრივი დეკლარაცია 2026 წლის 30 აპრილს წარადგინა.

აღსანიშნავია, რომ ბოკუჩავა „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტს 2024 წლის ივნისიდან იკავებს.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, პოლიტიკოსი ფლობს 400 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთს ქობულეთში, რომელიც 2025 წელს მეუღლისგან აქვს მიღებული სიმბოლურ - 1 დოლარად. ასევე მის საკუთრებაშია, თბილისში მდებარე ორი ბინა, რომლებიც გასულ წელს აქვს მიღებული მეუღლისგან ჩუქებით. ამ ბინების საბაზრო ღირებულებად კი, 58 ათასი და 45 ათასი დოლარია მითითებული.

გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საკუთრებაშია ჩუქებით მიღებული საცხოვრებელი სახლი სოფელ ბულაჩაურში; 53 ათას დოლარად 2013 წელს შეძენილი ბინა დედაქალაქში. ის ასევე ფლობს თბილისში მდებარე ბინის 54%-იან წილს, რომელიც როგორც დოკუმენტაციიდან ირკვევა, ასევე ჩუქებით არის მიღებული 2019 წელს.

ამასთან, დეკლარაციაში მითიტებულია, რომ თინა ბოკუჩავას სახელზეა რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილი Fiat 500 x-ს, რომელიც 2022 წელს 6 ათას დოლარად აქვს შეძენილი.

რაც შეეხება პოლიტიკოსის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში ბოკუჩავას საბანკო ანგარიშებზე ჰქონდა 5 001 დოლარი და 117 ლარი.

წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები