2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოში 3 266 ისეთი ახალი ბიზნეს
სუბიექტი დარეგისტრირდა,
რომელთა მესაკუთრეებიც რუსეთის მოქალაქეები/კომპანიები არიან - ამის
შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ
„ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციიდან.
მონაცემები აჩვენებს, რომ 2021-2025 წლებში ქვეყანაში ჯამში 43 923
რუსული ბიზნეს სუბიექტია რეგისტრირებული. ამასთანავე, 2021 წელს 2025
წელთან შედარებით, 8.6-ჯერ გაიზარდა საქართველოში რუსული კომპანიების
რეგისტრაციები.
უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ბოლო
5-წელში
საქართველოში რეგისტრირებული რუსული ბიზნესების რაოდენობას:
- 2021 წელი - 875 ბიზნეს სუბიექტი;
- 2022 წელი - 15 021 ბიზნეს სუბიექტი;
- 2023 წელი 12 449 ბიზნეს სუბიექტი;
- 2024 წელი - 7 997 ბიზნეს სუბიექტი;
- 2025 წელი - 7 581 ბიზნეს სუბიექტი.
შეგახსენებთ, 2026 წლის 1-ელი ივნისის მდგომარეობით, საქართველოში
ჯამში 1 127 945 ბიზნეს სუბიექტია რეგისტრირებული, საიდანაც მხოლოდ
275 823 კომპანიაა (24%) მოქმედი.
საქმიანობის სფეროების მიხედვით რაოდენობრივად ყველაზე მეტი, 222 152
ბიზნესი - საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების
რემონტშია, რეგისტრირებული, საიდანაც 67% უფუნქციოა.