სურსათზე უნაღდო დანახარჯები 19%-ით გაიზარდა - როგორია საშუალო ჩეკი ერთ ტრანზაქციაზე
2026 წლის მაისში, „თიბისი ბანკის“ არხებით, ჯამური უნაღდო დანახარჯები და უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა, შესაბამისად, წლიურად 21% და 16%-ით გაიზარდა - ამის შესახებ ირკვევა „თიბისი კაპიტალის“ ბაზრის მიმოხილვიდან.

ამასთანავე, ამავე პერიოდში „თიბისი ბანკის“ არხებით გაწეული ჯამურ უნაღდო დანახარჯები რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის, შესაბამისად, 85% და 15%-ად განაწილდა.

ჯამური უნაღდო დანახარჯების ყველაზე დიდი წილი სურსათს უკავია
2026 წლის მაისში სურსათზე გაწეულმა ხარჯებმა ჯამური უნაღდო დანახარჯების 27%-იანი, ხოლო რესტორნებში გაწეულმა დანახარჯებმა 16%-იანი წილი დაიკავა.

ამავე თვეში სურსათზე უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 19%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 17 ლარს გაუტოლდა. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაციამ 5% შეადგინა.

კვლევის მიხედვით, სამომხმარებლო საქონელზე ჯამური დანახარჯების 61% მოდის.

„2026

წლის მაისში, „თიბისი ბანკის“ არხებით, ჯამური უნაღდო დანახარჯების განაწილებამ სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებაზე, შესაბამისად, 61% და 39% შეადგინა .

„თიბისი ბანკის“ არხებით საქონელზე გაწეული ჯამური უნაღდო დანახარჯების 44 %-იანი წილი სურსათზე გაწეულმა ხარჯებმა დაიკავა”, - ვკითხულობთ “თიბისი კაპიტალის” კვლევაში.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები