15 ქვეყანა/ტერიტორია, სადაც ქალები მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ - რომელ ადგილზეა საქართველო
ქალები მსოფლიო მოსახლეობის 49.7%-ს შეადგენენ, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი 53%-საც კი აჭარბებს - ამის შესახებ ირკვევა მსოფლიო ბანკის ბოლო, 2023 წლის მონაცემებზე დაყრდნობით Visual Capitalist-ის მიერ მომზადებული რეიტინგიდან, რომელიც მოიცავს 15 ქვეყანას/ტერიტორიას, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ.

ამ მონაცემების მიხედვით, მოსახლეობაში ქალთა ყველაზე დიდი წილი ფიქსირდება ჰონგ-კონგში (54.9%), მას კი 54%-იანი წილით მოსდევს მოლდოვა და 53.9%-იანი

წილით მაკაო.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგის ათეულში მოხვდა საქართველოც, სადაც მოსახლეობის 53.4% ქალია. ამასთანავე, ქვეყანა რეიტინგში მე-8 ადგილს იკავებს.

რეიტინგში საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან მოხვდა სომხეთი და რუსეთიც. მონაცემების მიხედვით, როგორც სომხეთის, ასევე რუსეთის მოსახლეობის 53.6% ქალია.

15 ქვეყანა/ტერიტორია, სადაც ქალები მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ:
  • ჰონგ-კონგი - 54.9%;
  • მოლდოვა - 54%;
  • მაკაო - 53.9%;
  • ლატვია - 53.7%;
  • სომხეთი - 53.6%;
  • რუსეთი - 53.6%;
  • უკრაინა - 53.5%;
  • საქართველო - 53.4%;
  • ბელარუსი - 53.4%;
  • პუერტო-რიკო - 52.9%;
  • ლიეტუვა - 52.8%;
  • არუბა - 52.8%;
  • ტონგა - 52.6%;
  • სერბეთი - 52.5%;
  • ესტონეთი - 52.5%.
წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები