გეგმური ინსპექტირებისას, სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის
დეპარტამენტის ინსპექტორებმა დაბა ჩაქვში,
თამარ მეფის ქუჩა N34-ში მდებარე ი/მ „ე. ყ-ის“ ვეტერინარულ აფთიაქში
ვადაგასული პრეპარატები გამოავლინეს.
შემოწმების შედეგად რეალიზაციიდან ამოღებულია ანტისეპტიკური და
ანთების საწინააღმდეგო საშუალება „პიხტის მალამო“, ანტიმიკრობული და
სადეზინფექციო „იოდზეფის ხსნარი“ და ანტიპარაზიტული საინიექციო ხსნარი
„Prius“. გამოვლენილი ვადაგასული პრეპარატები სააგენტოს
ზედამხედველობით განადგურდება.