მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ
სახალხო დღესასწაული „მანეულობა“ ყოველწლიურად სექტემბერში
აღინიშნოს.
შესაბამისად, დღესასწაული ნოემბრის ნაცვლად სექტემბრის მეორე
ნახევარში გაიმართება.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ აღინიშნა, ცვლილება
გასულ წელს არსებული გარკვეული გარემოებების გამო გახდა საჭირო, თუმცა
თავდაპირველი ჩანაფიქრი სწორედ სექტემბერში ჩატარებას
ითვალისწინებდა.
„ჩვენ გასულ წელს მოგვიწია ცვლილება, გარკვეული ფაქტორები
იყო. როცა „მანეულობა“ დავაწესეთ, გათვლილი გვქონდა სექტემბრის თვე,
ამიტომ ისევ ვუბრუნდებით ძველ თარიღს და ყოველ სექტემბრის მეორე
ნახევარში ჩატარდება ეს სახალხო დღესასწაული“, – აცხადებენ
მუნიციპალიტეტში.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ “მარნეულობა 2026” წლისათვის მზდება
უკვე დაიწყო და ღონისძიების ჩასატარებლად ბაზრის კვლევა
გამოაქვეყნა.
სატენდერო დოკუმენტაციაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა
კულინარიული კუთხეებისათვის შესასყიდ პროდუქციას, რითაც მერია
მუნიციპალიტეტის წარმოჩენას გეგმავს.
მარნეულობის აღნიშვნა მუნიციპალიტეტმა 2023 წელს დაიწყო. გასულ წელს
ღონისძიების გასამართად ბიუჯეტიდან 198 788 ლარი გამოიყო.