მარნეულის მერიამ 37 ფანჯრისთვის ფარდა-ჟალუზები შეიძინა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ ფარდა-ჟალუზების შესაძენად 4 833.50 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.

შესყიდვა განხორციელდა შპს „თანამედროვე სახლთან“.

შესყიდვას წინ უძღოდა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელის, ბესიკ სეხნიაშვილის, მოხსენებითი ბარათი, რომელიც მუნიციპალიტეტის მერს, დაური ისმაილოვს წარედგინა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიასა და ადმინისტრაციულ ერთეულებს ფარდა-ჟალუზები თანმდევი მომსახურებითა და მონტაჟით ესაჭიროებოდათ.

“მოგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიასა და მარნეულის ადმინისტრაციული ერთეულებისთვის

გვესაჭიროება ფარდა-ჟალუზები თანმდევი მომსახურებითა და მონტაჟით გთხოვთ დაავალოთ შესაბამის სამსახურს უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების გატარება”


სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით სულ შეძენილია 84.5 კვადრატული მეტრი ვერტიკალური ფარდა-ჟალუზა 37 ფანჯრისთვის, საიდანაც 62 კვ.მ გათვალისწინებულია 33 ფანჯრისთვის, ხოლო 22.5 კვ.მ – 4 ფანჯრისთვის. შესყიდვა მოიცავს როგორც ფარდა-ჟალუზების მიწოდებას, ასევე მათ მონტაჟს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები