მარნეულში მანდატურის 10 ვაკანსიაა
მარნეულში მანდატურის 10 ვაკანსია გამოცხადდა. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 4 მადატურს ეძებენ ქალაქ მარნეულში, ერთს სოფელ აზიზქენდში, ერთს ახალ დიოკნისში, სამს სოფელ კასუმლოში ხოლო ერთს, სოფელ შულავერში.

კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება იწარმოებს 2026 წლის 08 ივლისიდან - 2026 წლის 16 ივლისის ჩათვლით.

მანდატურად შეიძლება დაინიშნოს:

  • საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან;
  • ნასამართლობის არმქონე;
  • სრული ზოგადი განათლებით პროფესიულ განათლებასთან ერთად ან უმაღლესი განათლებით;
  • სახელმწიფო ენის მცოდნე;
  • სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობით.

შრომის ანაზღაურება: 1500 ლარი (დარიცხული).

ელექტრონულ ფოსტაზე ( This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ) გამოსაგზავნი დოკუმენტაცია:
  • სააპლიკაციო ფორმა (შევსებული სრულად, არა სკანირებული);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი:
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და სრული ზოგადი განათლების ატესტატი (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მხოლოდ საბაზო საფეხურის დასრულების შემთხვევაში, პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურება, რომელიც მოიცავს აღნიშნული დოკუმენტის გათანაბრებას სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან);

ვრცლად იხილეთ ბმულზე:

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები