ანკარაში ნატო-ს ქვეყნების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს
ანკარაში ნატო-ს ქვეყნების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერების ოფიციალური შეხვედრა გახსნა.

„ნატო-ს მოკავშირეები თავდაცვის ხარჯების გასაზრდელად აუცილებელ ნაბიჯებს დგამენ. მოკავშირეებმა 2030 წლისთვის თავდაცვის ხარჯების 5%-იანი მიზნის მისაღწევად საჭირო ზომები მიიღეს“, - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა მოკავშირეებს მოუწოდა, რომ თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობის მიზნით შეზღუდვები მოხსნან.

„მოკავშირეებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი გადაწყვეტილებებისა და ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება ალიანსის მთლიანობა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობები დაასუსტონ“, - აღნიშნა

თურქეთის პრეზიდენტმა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები