169.4 მლნ ლარის დაგროვებითი პენსია უკვე გაიცა - რამდენმა პირმა ისარგებლა
დაგროვებითი პენსიით 33 555-მა პირმა ისარგებლა - ამის შესახებ საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ 2026 წლის 30 ივნისის სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული.

ამავე მონაცემების თანახმად, პენსიის სახით უკვე გაიცა 169.4 მლნ ლარი.

2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1.749 მლნ ადამიანს შეადგენს.
საპენსიო ფონდის ინფორმაციით, ივნისის ბოლოსთვის ფონდის აქტივებმა 9.6 მლრდ ლარს,

ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.7 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

ცნობისთვის, საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. საპენსიო ფონდში შენატანების ოდენობა განაწილდება დამსაქმებელს, დასაქმებულსა და მთავრობას შორის. კერძო საპენსიო სისტემა გავრცელდება ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირების მიმართ შემდეგი პრინციპით - 2%+2%+2%.


წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები