საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის თვიური საშუალო ხელფასით თურქეთი
ლიდერობს, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აზერბაიჯანში ფიქსირდება.
ამის შესახებ ირკვევა Numbeo-ს განახლებული სტატისტიკიდან, რომელიც 99
ქვეყნის მონაცემებს აერთიანებს.
უფრო კონკრეტულად, რეიტინგში თურქეთი 48-ე ადგილს იკავებს, სადაც
საშუალო თვიური ხელფასი 1 070 დოლარს შეადგენს. 81-ე ადგილზე კი
შეხვდებით აზერბაიჯანს, სადაც თვიური ხელფასი 455 დოლარს
უტოლდება.
მეზობელ ქვეყნებს შორის
აზერბაიჯანის შემდეგ ყველაზე დაბალი საშუალო
ხელფასი საქართველოშია. ქვეყანა რეიტინგში 74-ე ადგილზეა, ხოლო
საშუალო თვიური ხელფასი 557 დოლარს შეადგენს.
სომხეთი რეიტინგში 59-ე ადგილზეა, სადაც საშუალო თვიური ხელფასი 757
დოლარია, ხოლო რუსეთი 55-ე ადგილს იკავებს 900-დოლარიანი საშუალო
თვიური ხელფასით.