შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს
თანამშრომლებმა არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე
დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად,
არასრულწლოვანს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და
შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი არასრულწლოვანი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გასაწევად
კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული
ღონისძიებებისა და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, დანაშაულის
ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი — დანა — ნივთმტკიცებად
ამოიღო.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე
მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.