თბილისში ძარცვის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვის მცდელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულები თბილისში, გიორგი ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, უცხო ქვეყნის

მოქალაქის პირად ნივთებსა და თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. პოლიციამ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები