შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე
დაზიანებისა და ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად იძალადეს არასრულწლოვანსა და
მისი ოჯახის წევრზე, ხოლო ერთ-ერთმა მათგანმა არასრულწლოვანს ცივი
იარაღის გამოყენებით დაზიანება მიაყენა.
დაშავებული ახალგაზრდა შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის
მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და
საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირები ცხელ
კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 126-ე
მუხლებით მიმდინარეობს, რაც ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.