გარდაბანში განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების საქმეზე ძებნილი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების საქმეზე ძებნილი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით,

დაკავებული რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდა და მას დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ძებნილი პირი გარდაბნის მუნიციპალიტეტში დააკავეს.



ამჟამად დაკავებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები