თბილისში ეგვიპტის მოქალაქე 4 კილოგრამი „მარიხუანას“ ფლობის ბრალდებით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ეგვიპტის რესპუბლიკის მოქალაქე თბილისში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და ზურგჩანთის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით — 4 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“.

საგამოძიებო

მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები