„ყაზბეგის“ საბაჟო პუნქტზე 132 404 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქრო ამოიღეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტ „ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, 600 გრამი დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის

3 ფაქტი აღკვეთეს.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 132 404 ლარი შეადგინა.

სამივე კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები