ფარჯიანის მერის მოადგილედ დანიშვნის შემდეგ, საკრებულომ ახალი წევრი დაამტკიცა
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 13 ივლისის სხდომაზე დეპუტატის უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდა თეონა ფარჯიანს, ხოლო მის ადგილმონაცვლედ საკრებულოს წევრად რამიზ გაჯიევი ცნეს.

რამიზ გაჯიევი საკრებულოში პროპორციული საარჩევნო სიით, პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის სტატუსით შევიდა. იგი პარტიის საარჩევნო სიაში მომდევნო კანდიდატი იყო.

ამავე სხდომაზე საკრებულომ ორი კომისიის თავმჯდომარე აირჩია.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ ზურაბ ჭონიაშვილი აირჩიეს. აღნიშნულ თანამდებობას მანამდე თეონა ფარჯიანი იკავებდა.

სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ კი ვანო ბურნაძე აირჩა.

„დღეს მოხდა

თეონა ფარჯიანის ადგილმონაცვლის ცნობა. საკრებულოს წევრად შემოვიდა რამიზ გაჯიევი პროპორციული სიით ქართული ოცნებიდან. ის ადამიანი, ვინც სიაში მომდევნო იყო. ასევე ჩატარდა ორი კომსიის თავმჯდომარის არჩევა. თქვენ იცით, რომ თეონა ფარჯიანი ასრულებდა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მოვალეოობას. მისი წასვლის შემდეგ საკრებულომ ფარული კენჭისყრით აირჩია საფინანსო-საბიუჯერო კომისიის თავმჯდომარედ ზურაბ ჭონიაშვილი, ხოლო, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ. ვანო ბურნაძე “,
- განმარტა მარნეულის საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელმა, ნინო ბერიძემ.

13 ივლისს გამართულ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი განიხილეს.

საკითხებს შორის იყო მარნეულელი სპორტსმენების ფულადი ჯილდოთი წახალისება, მუნიციპალიტეტის რამდენიმე ქუჩისთვის ნუმერაციის მინიჭება და სტიქიის შედეგად დაზარალებული ხუთი ფერმერის მიწის გადასახადისგან გათავისუფლება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები