“მარნეულის 80%-ს სარწყავი წყალი არ აქვს, მოსავალი ნადგურდება” -
აღნიშნულ პრობლემაზე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და
მარნეულის მცხოვრები, რამალ ახმედოვი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს
ფეისბუზე ღია წერილით მიმართავს და დაუყოვნებლივ რეაგირებას სთხოვს.
ახმედოვის განცხადებით, პასუხისმგებელი უწყებები პრობლემის მოგვარების
ნაცვლად, პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.
“მე, რამალ ახმედოვმა, მრავალჯერ მივმართე მარნეულის
მელიორაციის ხელმძღვანელობას - მალხაზ გოგილაძეს, თუმცა მისგან
მიღებული პასუხი იყო ის, რომ ისინი ამ სარწყავ არხს არ ემსახურებიან
და აღნიშნული არხი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზეა. ამის
მიუხედავად, დავუკავშირდი მერიის თანამშრომლებსაც, საიდანაც მივიღე
პასუხი, რომ ისინი ამ საკითხს არ კურირებენ და ამ საქმით მარნეულის
მელიორაცია უნდა იყოს დაკავებული.”
რამალ ახმედოვი წერილში ადგილობრივ ხელისუფლებასაც აკრიტიკებს და
უმოქმედობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, შექმნილ ვითარებას ყურადღებას
არ აქცევენ არც მარნეულის მერი დაურ ისმაილოვი და არც საკრებულოს
თავმჯდომარე ამირან გიორგაძე.
“
ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოსახლეობა სარწყავი წყლის გარეშეა
დარჩენილი, ხალხის მიერ მოყვანილი მოსავალი კი პრაქტიკულად
ნადგურდება. ამ პრობლემას ყურადღებას არ აქცევს არც მარნეულის მერი
დაურ ისმაილოვი და არც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე,
რომლის ყოველთვიური ხელფასიც დაახლოებით 7000 ლარს შეადგენს
- ნათქვამია მიმართვაში.
რამალ ახმედოვი ასევე ითხობს მარნეულის მელიორაციის ხელმძღვანელის,
მალხაზ გოგილაძის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას.