სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის
წარმომადგენლებმა სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს თევზის შესაბოლ
საწარმოში შპს „კობი თევზი“.
სააგენტოს ინფორმაციით, შემოწმების შედეგად საწარმოში გამოვლინდა
როგორც კრიტიკული, ისე არაკრიტიკული შეუსაბამობები. მათ შორის:
ვადაგასული სურსათის რეალიზაცია, ჰიგიენური ნორმების,
ეტიკეტირებისა
და მიკვლევადობის წესების დარღვევა. ამასთანავე, დადგინდა, რომ
ბიზნესოპერატორი საქმიანობას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში
რეგისტრაციის გარეშე ეწეოდა.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო
საწარმოო პროცესი გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების
გამოსწორებამდე შეუჩერდა.