შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით
ძებნილი
ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი ტაჯიკეთის სამართალდამცავი
ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, საერთაშორისო დონეზე თაღლითობის
ბრალდებით იძებნებოდა.
ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო
პროცედურები მიმდინარეობს.