შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის
საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით
თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი
დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოქალაქე
მოტყუებით დაარწმუნა, თითქოს ბათუმში საცხოვრებელი ბინის შეძენასა და
სარემონტო სამუშაოების განხორციელებაში დაეხმარებოდა. ამ საბაბით მან
დაზარალებულის კუთვნილი, ეტაპობრივად, დაახლოებით
171 000 ლარის
ოდენობის თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად
ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.