რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ინდოელი სტუდენტების უკრაინიდან
და რუსეთიდან
რელოკაციამ სტუდენტების რაოდენობის მკვეთრი ზრდა გამოიწვია.
Galt&Taggart-ის კვლევის თანახმად, საქართველოში უცხოელი
სტუდენტების მხრიდან, მოთხოვნას ძირითადად ინდოელი სტუდენტები ქმნიან.
რელოკაციის ეფექტმა 2022-23 წლებში მათი რაოდენობა 49%-ით, 13 100-მდე
გაზარდა, წინა სასწავლო წლის 8 800-დან.
"საქართველოში უცხოელი სტუდენტების
ზრდა ძირითადად ინდოეთიდან
სტუდენტების შემოდინებამ განაპირობა. ინდოელი სტუდენტები უცხოელი
სტუდენტების საერთო რაოდენობის 53.8%-ს ქმნიან, 2025 წლის
მდგომარეობით. თუმცა, მზარდია ინტერესი ახლო აღმოსავლეთისა და სხვა
რეგიონების მხრიდან",- წერია კვლევაში.