შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, ძარცვისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე
დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში ერთ-ერთ მოქალაქეს ცივი
იარაღის დემონსტრირებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თავს დაესხა
და მობილური ტელეფონი გასტაცა.
სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი გზით დაუფლებული მობილური
ტელეფონი და მუქარის იარაღი — დანა
ნივთმტკიცებად უკვე ამოიღეს.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე
(ძარცვა) და 151-ე (მუქარა) მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის
სახით 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.