შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის აჭარის მთავარი
სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში,
სხვადასხვა დროს, თურქეთის
რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულები თურქეთის სამართალდამცავი
ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით
საერთაშორისო დონეზე იძებნებოდნენ.
ამჟამად ორივე დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული
საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.