შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა,
ოჯახის წევრების მიმართ ცეცხლსასროლი იარაღით განხორციელებული
მუქარის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და
ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების
ბრალდებით, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე
სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მშობლებს, ცეცხლსასროლი იარაღიდან
რამდენჯერმე გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის
ჩხრეკის შედეგად, სხვადასხვა სახის
ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები და
ასაფეთქებელი მოწყობილობა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11
პრიმა-151-ე (ოჯახის წევრის მიმართ მუქარა) და 236-ე (იარაღის უკანონო
შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7
წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.