„ყაზბეგის“ საბაჟოზე ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგში“ ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყაზბეგის რაიონული სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა საბაჟო გამშვები პუნქტ "ყაზბეგის" ტერიტორიაზე, ბრალდებულის პირადი და ბარგის შემოწმების შედეგად, ფსიქოტროპული

ნივთიერება „პრეგაბალინის“ შემცველი 84 კაფსულა ნივთმტკიცებად ამოიღეს.


ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს და სასჯელის სახით 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები