ყალბი დოკუმენტებით საზღვრის გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, ლიბანის მოქალაქე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა.


ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე (სახელმწიფო

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა) და 362-ე (ყალბი დოკუმენტის დამზადება, გასაღება ან გამოყენება) მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები