რუსთავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის
მიერ წარდგენილი მტკიცებულებები
და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე
ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ.
ნაფიცმა მსაჯულებმა დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ 2026 წლის 27
იანვარს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყარაბულახში,
ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, ქალისა და მამაკაცის
თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, მეუღლეს დანით სიცოცხლისთვის
სახიფათო მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა, რის
შედეგადაც იგი გარდაიცვალა. დანაშაულის ჩადენის
შემდეგ ქმარმა ცოლი
მოკლა და პოლიციას თავად ჩაბარდა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა
დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის
თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ) ჰქონდა
წარდგენილი.
ნაფიც მსაჯულთა მიერ ერთხმად გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის
საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით
თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.