ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჯგუფურად სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები, უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით, „Jack Daniel’s“-ის სასაქონლო ნიშნით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბ ალკოჰოლურ სასმელს ამზადებდნენ და ერთ-ერთი დაკავებულის საწყობში ინახავდნენ. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა 22 400 ლარის ღირებულების

300 ბოთლი ფალსიფიცირებული სასმელი ამოიღეს.



საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები