მარნეულში 9 ქუჩის რეაბილიტაციისთვის 5 მილიონამდე ლარის ტენდერი გამოცხადდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქ მარნეულში მდებარე 9 ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე მასშტაბური ტენდერი გამოაცხადა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 4,880,226 ლარს შეადგენს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები შემდეგ ქუჩებს მოიცავს:

• 9 აპრილის ქუჩა
• ჯანდარის ქუჩა
• 9 ძმის ქუჩა
• ახუნდოვის ქუჩა
• ყარყარაშვილის ქუჩა
• უაიარაღოს ქუჩა
• ბერიტაშვილის ქუჩა
• ასლანოვის ქუჩა
•

ალგეთის ქუჩა


როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე აღნიშნულ ქუჩებზე არსებული გზის საფარი ხრეშოვანია და დაზიანებული რაც ადგილობრივების გადაადგილებას მნიშვნელოვნად ართულებს.

„საქართველოს რეგიონების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება არსებული გზების აღდგენა-რეაბილიტაციას და მათ გამართულ, შეუფერხებელ ფუნქციონირებას. ამ საავტომობილო გზის მეშვეობით ხორციელდება საპროექტო უბანში მცხოვრები მოსახლეობის დაკავშირება მაგისტრალურ გზასთან და, შესაბამისად, ქვეყნის სხვა რეგიონებთან,“ - ნათქვამია ოფიციალურ დოკუმენტაციაში.

ტენდერში მონაწილეობის მიღება მსურველ კომპანიებს 7-10 აგვისტოს პერიოდში შეეძლებათ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები