71, 68, 54 – ტურანის, ფირუზასა და აილინის შედეგები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

71, 68, 54 – ტურანის, ფირუზასა და აილინის შედეგები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების

შედეგების გამოცხადებით დიდი მღელვარება წარსულს ჩაბარდა.

ქვემო ქართლის რეგიონის ახალგაზრდებმა ნაჩვენები აკადემიური მაჩვენებლებით როგორც საკუთარი ოჯახების, ისე მშობლიური სოფლების სახელი ასახელეს. ახლა ისინი იმ დღეს ელოდებიან, როდესაც უმაღლეს სასწავლებელში პირველ ნაბიჯებს გადადგამენ.

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ იაყუბლოს მკვიდრი თურან იუნუსოვმა ერთიან ეროვნულ

გამოცდებზე 71 ქულის მოპოვებით ერთ-ერთი საუკეთესო შედეგის მქონეა. ის აღნიშნავს, რომ საგამოცდო ტესტებისთვის ემზადებოდა და საცდელ გამოცდებში აქტიურად მონაწილეობდა.

თურანის მთავარი სურვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლაა.
„დავამთავრე იაყუბლოს საჯარო სკოლა. შედეგი რომ ვნახე, გავოცდი, უფრო ნაკლებს მოველოდი. საიტზე თავიდან შევედი, არ მჯეროდა. ბოლოს დავიჯერე.
ბევრი ვიმუშავე. წარსული წლების ყველა ტესტი გავაკეთე. სულ 34 ტესტი იყო – 17 ვერბალური და 17 მათემატიკური ნაწილი – და ყველა მათგანი შევასრულე. შეძლებისდაგვარად მაქსიმალური მასალა მოვაგროვე და დავწერე. ჯავანშირ და შაჰველად მასწავლებლები ძალიან განათლებული პედაგოგები არიან.
ძალიან იღბლიანი ვარ, რომ გამოცდისთვის სწორედ მათ მომამზადეს. ჩვენს რაიონში საცდელი გამოცდები არ ტარდება, ამიტომ შორს წასვლა გვიწევს. კარგი იქნება, თუ ჩვენს რაიონშიც მოეწყობა. ჯერ არ გადამიწყვეტია, რომელი სპეციალობით ვისწავლი. ამას 1-წლიანი მოსამზადებელი პროგრამის დასრულების შემდეგ გადავწყვეტ
“, - განაცხადა თურან იუნუსოვმა.

კიდევ ერთი მაღალი შედეგის მფლობელია 18 წლის ფირუზა ასკეროვა. ის მარნეულის სოფელ ალგეთში ცხოვრობს. ფირუზა ამბობს, რომ აღებულ ქულაზე მეტს მოელოდა, თუმცა პორტალზე საკუთარი ქულა რომ იხილა, ძალიან გაუხარდა.
„დავამთავრე ალგეთის N1 საჯარო სკოლა. 68 ქულა დავაგროვე. ზოგიერთი შეკითხვა სწორად არ წავიკითხე და ამიტომ შეცდომა დავუშვი. ეს ქულა რომ დავინახე, ძალიან გავხარდი. ჯერ ადვილ კითხვებს ვწერდი, ხოლო რთულებს მეტ დროს ვუთმობდი და მათზე დიდხანს ვფიქრობდი. გარდა ამისა, რადგან ჩვენი სკოლა რემონტს გადის, სხვა სკოლაში გვიწევდა სიარული, რაც გარკვეულ სირთულეებს მიქმნიდა. ავირჩიე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი, ქიმიის მიმართულებით მინდა სწავლა“, - განაცხადა ფირუზა ასკეროვამ.

ფირუზასა და თურანისგან განსხვავებით, აილინმა ქართულენოვანი სკოლა დაამთავრა. ის მე-5 კლასამდე ხულდერის სოფლის საჯარო სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი წერეთლის სკოლაში გადავიდა. აილინი ამბობს, რომ ქართულენოვან სექტორზე სწავლის გაგრძელების მიზეზი ქართული ენის უკეთ შესწავლის სურვილი იყო.

„2008 წელს დავბადდი. ვცხოვრობ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულდერაში. ზოგადი უნარების გამოცდაში 54 ქულა დავაგროვე. საკუთარი თავისგან უფრო მაღალ შედეგს მოველოდი, უბრალოდ მღელვარებას ვერ ვერია. მღელვარებისგან ყველაფერი დამავიწყდა. ქულა რომ ვნახე, ერთი წუთით შოკში ჩავვარდი, რადგან 54-ზე მეტს ველოდი. მღელვარებისგან ცრემლები ვერ შევიკავე. სიხარული პირველად დედას გავუზიარე. ჩემი წარმატების მთავარი საიდუმლო მიზანსწრაფულობა იყო. ბევრი ვიმუშავე. ოჯახი და მეგობრები ძალიან მიდგნენ მხარში. მოსამზადებლად ხულდერიდან სადახლოში დამქონდა სიარული. ტრანსპორტი არ დადის და ტაქსიში მუდმივად ზედმეტი თანხის გადახდა მიწევდა. არქიტექტურის სფეროთი ვინტერესდები და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავირჩიე. მომავალში არქიტექტურის სფეროში მაღალ მწვერვალებს მივაღწიო“, - განაცხადა აილინ ბედიევამ.

ცნობისათვის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის შემდეგ ჯერ 1-წლიან ქართული ენის მომზადების პროგრამას („1+4“ პროგრამა) გადიან. ამ ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ კი არჩეული სპეციალობის ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლას აგრძელებენ.

ვინაიდან აღნიშნული მოსამზადებელი პროგრამა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ისწავლება, აბიტურიენტები უპირატესობას ძირითადად ისეთ უმაღლეს სასწავლებლებს ანიჭებენ, როგორიცაა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

აღსანიშნავია, რომ ზოგადი უნარების გამოცდაზე რეგისტრირებული აბიტურიენტების 86%-ზე მეტი გამოცდებზე გამოცხადდა.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები