საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა,
შემოსავლების სამსახურის საბაჟო
დეპარტამენტთან და გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით, საბაჟო
საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის უკანონოდ
გადაადგილების ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ
საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ გავლით,
საბაჟო კონტროლისგან
მალულად, 143 817 ლარის ღირებულების 713.3 გრამი ოქროს ზოდები
გადმოიტანა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2
ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.