იმერეთში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავეს. დაკავებული წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 ივლისს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ნაცნობი მამაკაცი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირის

ვინაობა მალევე დაადგინეს და მასზე ძებნა გამოაცხადეს. პოლიციამ ძებნილი იმერეთის რეგიონში დააკავა.



გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები