კასპის მუნიციპალიტეტში კუსტარულად მოწყობილი ფრინველთა სასაკლაო გამოავლინეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში, არაგეგმური შემოწმება ჩაატარეს. შემოწმების შედეგად გამოვლინდა ინდივიდუალური მეწარმე გ.მ., რომელსაც ფრინველთა სასაკლაო კუსტარულად

ჰქონდა მოწყობილი.

უწყების ინფორმაციით, ბიზნესოპერატორი საქმიანობას სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდა.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მეწარმე დაჯარიმდა, ხოლო საწარმოო პროცესი დაუყოვნებლივ შეჩერდა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები