შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
საზღვრის მართვისა და კოორდინირების
მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისის საერთაშორისო
აეროპორტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის
მცდელობისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენების ბრალდებით, ირანის სამი
მოქალაქე დააკავეს.
სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეები იმ დროს აიყვანეს,
როდესაც ისინი ყალბი საბუთების წარდგენით ქვეყნის საზღვრის გადაკვეთას
ცდილობდნენ.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე
მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებითა და 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილით
მიმდინარეობს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.